სვანეთში გვარების დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

Sputnik
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მესტიის სოფელ ეცერში ორი გვარის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ერთი პირი, იუწყება „რუსთავი-2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა — სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებული უთანხმოების გამო.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოკლული სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
წყარო: „რუსთავი 2“