თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოში დევნილებისთვის ახალი წესები ამოქმედდება დევნილებისთვის, რომელიც მათ საცხოვრებლითუზრუნველყოფას ეხება.
პარლამენტის მიერ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილები ძალაში დღეიდან შევიდა.
სიახლის თანახმად, სახელმწიფოს აღარ ექნება 2023 წლის 1 იანვრისშემდეგ დაბადებული დევნილის სტატუსტის მქონე პირის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება.
ასევე კარგავენ საცხოვრებელზე უფლებას ის პირები, რომლებსაც 2023 წლის 1 იანვრამდე 18 წელი არ შესრულებია. ასეთ პირებს საცხოვრებლის უფლება ექნებათ მხოლოდ როგორც მათი ნათესავების მემკვიდრეებს.
2023 წლიდან ობლობის სტატუსის მქონე პირებს უზრუნველყოფენ იმ საცხოვრებელი ფართით, რომელიც მათ მშობლებს ეკუთვნოდათ.
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია.