თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თურქეთის ქალაქ აიდინში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია TRT Haber.
„აიდინის გუბერნატორმა ჰუსეინ აქსოიმ განაცხადა, რომ ნაზილის რაიონში მდებარე რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, შვიდი ადამიანი დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ოთხი ადამიანი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.