ლეგენდარული ფეხბურთელი პელე გარდაიცვალა - ფოტო

პელე გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი – ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მას 1.281 გოლი აქვს გატანილი.
Sputnik
ლეგენდარული ფეხბურთელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
30 ნოემბერს პელე სან-პაულოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს გულის უკმარისობისა და სხეულის გაბუჟების გამო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენის ორგანიზმი ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებდა და მას მხოლოდ პალიატიურ დახმარებას უწევდნენ.
1 / 15

პელეს ნამდვილი სახელია ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ

2 / 15

1956 წელს მწვრთნელმა ვალდემარ დე ბრიტომ 15 წლის პელე პროფესიონალურ კლუბ „სანტოსში“ მიიწვია და დირექციას განუცხადა, რომ ეს ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა

3 / 15

ერთი წლის შემდეგ პელე „სანტოსის“ ძირითად შემადგენლობაში შევიდა, პირველსავე თამაშში გოლი გაიტანა, ხოლო სეზონის ბოლოს ბრაზილიის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

4 / 15

10 თვის შემდეგ ის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა

5 / 15

სპორტულ ხელმძღვანელობას არ სურდა მისი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანა, რადგან მან ცოტა ხნის წინ მიიღო მუხლის ტრავმა, თუმცა პელეს თანაგუნდელებმა ისინი გადაარწმუნეს. მსოფლიო თასზე პელე საკუთარ პირველ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებს შეხვდა

6 / 15

მეოთხედფინალურ მატჩში უელსის წინააღმდეგ პელემ მეტოქის კარში გოლი გაიტანა, რითაც კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც გოლი ჰქონდა გატანილი მსოფლიო ჩემპიონატზე

7 / 15

1970 წლის მსოფლიო პირველობა მექსიკაში მართლაც ტრიუმფი იყო 30 წლის ბომბარდირისთვის. მან ოთხი გოლი გაიტანა, მათ შორის ფინალში იტალიის კარში

8 / 15

ბრაზილიის ნაკრებმა მესამედ მოიპოვა ჟიულ რიმეს თასი და უფლება მიიღო სამუდამოდ დაეტოვებინა

9 / 15

ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე და არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა

10 / 15

ბრაზილიელი ფეხბუთელი და მისი მეუღლე მონაკოში

11 / 15

პელე და გერმანელი სუპერმოდელი კლაუდია შიფერი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე გერმანიაში

12 / 15

ფეხბურთის ლეგენდა პელე

13 / 15

პელე დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ეროვნული ნაკრების რიგებში

14 / 15

კარიერის განმავლობაში 1.281 გოლი აქვს გატანილი 1.363 მატჩში, მათ შორის 1.091 გოლი 1.116 მატჩში „სანტოსის“ შემადგენლობაში და 77 გოლი 92 თამაშში ეროვნული ნაკრების რიგებში. სწორედ ამიტომ გახდა ის მსოფლიო რეკორდსმენი

15 / 15

საკუთარი უკანასკნელი მატჩი პელემ 1971 წლის 18 ივლისს ჩაატარა რიო-დე-ჟანეიროში იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ, ბოლო მატჩი „სანტოსის“ შემადგენლობაში“ - 1974 წელს