როგორ იმუშავებს ტრანსპორტი საახალწლო დღესასწაულებზე თბილისში

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„შობა–ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს – 1 და 7 იანვარს მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს