თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუხაძის, ახვლედიანის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის, ესენინის, სააკაძის, პეტრიწის, ფიროსმანის, ჩანტლაძის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გორგასლის და მეფე სოლომონ მეორეს ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კეკელიძის ბარნოვის, მთაწმინდის, მესხის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, ბუდაპეშტის, ცინცაძის, საბურთალოს,საირმის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, კიევის და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, გია ბაქარაშვილის, სერგო წულაძის და თეთრიწყაროს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.