იარაღი შემთხვევით გაუვარდა: ინციდენტი გორის იუსტიციის სახლში

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. გორში, იუსტიციის სახლში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაცვის თანამშრომელმა სხეულის დაზიანება მიიღო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს იარაღი, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტერფის არეში დაზიანება მიიღო. დაშავებული ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.