თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პოლიციამ 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ცივი იარაღის ტარებისთვის დაახლოებით 2,8 ათასი ადამიანი დააჯარიმა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
საუბარია ცივი იარაღის ტარებაზე სხეულზე ან ხელში. ჯარიმა მოქმედებს ასევე დანის ტარებისთვის, რომელიც აუცილებელია პირადი ჰიგიენის, საჭმლის მომზადების, ნადირობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ან როგორც ეროვნული კოსტიუმის ნაწილი, თუ ეს არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დარღვევის საფრთხეს ქმნის.
ჯარიმის ოდენობაა 200 ლარი. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ცივი იარაღის ტარება დაფიქსირდა სამი ქალისა და 2.786 მამაკაცის შემთხვევაში.
ყველაზე მეტი ჯარიმა ცივი იარაღის ტარებისთვის მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გამოიწერა თბილისში – 1.692, აჭარაში – 314 და იმერეთში – 151.
დაჯარიმებულების ასაკი ძირითადად არის 18-40 წელი. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში დანის ტარებისთვის დაჯარიმდა 95 არასრულწლოვანი.