ბათუმში მე-14 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისათვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში 35 წლამდე ქალი მე-14 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უბედური შემთხვევა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აივანზე ფანჯარას წმენდდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადმოვარდა.