ამის შესახებ ბაია ამაშუკელმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე „2022 წლის შეჯამება საქართველოსთვის“, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
ექსპერტთა ჯგუფის წევრი ექიმები აცხადებენ, რომ მიმდინარე მკურნალობა შედეგებს არ იძლევა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა საჭირო მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს.
სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის 29 სექტემბერს, ხოლო 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმ დროს მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე.
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს კიდევ სამ საქმეს მის წინააღმდეგ – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა და საზღვრის უკანონო კვეთა.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. გარდა ამისა, 2020 წლიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელია.