თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პარლამენტის სპიკერმა მუსტაფა შენთოფმა პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მშვიდობის ნობელის პრემიაზე წარადგინა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებას მოახმარა, იუწყება თურქული გამოცემა Star.
„პრეზიდენტი ერდოღანი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარვადგინე იმ სამშვიდობო ძალისხმევისთვის, რომელიც მან რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარების დარეგულირებისთვის გამოიჩინა. ეს მხოლოდ ჩვენი ინიციატივა არ არის, სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც აქვთ იგივე ინიციატივა“, — განაცხადა შენთოფმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ნობელის მშვიდობის პრემია ორ ორგანიზაციასა და ერთ კონკრეტულ პირს მიენიჭა:
ბელორუს აქტივისტ ალეს ბელიაცკის, რუსეთის უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალს“ (რომელიც რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა ლიკვიდირებული) და უკრაინის უფლებამდამცველ ორანიზაცია „სამოქალაქო თავისფლებების ცენტრს“.