მსოფლიო დღეს

ავტოავარია ძლიერი ნისლის გამო: ერთმანეთს 200-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ ჩენჩოუს ხიდზე ერთმანეთს 200-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა ძლიერი ნისლის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს, დილის 07:40 საათზე მოხდა (თბილისის დროით 03:40 სთ).
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, მასშტაბურ შეჯახებას მინიმუმ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილზე მომუშავე ერთ-ერთი მაშველის ცნობით, პირველადი დათვლით, შეჯახებულია 200-ზე მეტი ავტომობილი. თუმცა სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტში 400-ზე მეტი მანქანა მონაწილეობდა.
შეჯახების ადგილზე მუშაობენ მაშველები, პოლიცია და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიმდინარეობს გამოძიება.