მოკლედ, თუ გამდიდრება, ან გათხოვება, ან წარმატების მოზიდვა გინდათ, კარგად დაიმახსოვრეთ ეს მინიშნებები და იქნებ ახალი წლის დღესასწაული გარდამტეხად იქცეს თქვენს ცხოვრებაში.
წარმატების მოსაზიდად
სურვილი ჩაიფიქრეთ მაშინ, როცა საათი ზუსტად 12-ს ჩამოჰკრავს, ხელში აუცილებლად უნდა გეჭიროთ შამპანური ღვინით სავსე ჭიქა. დაიმახსოვრეთ — ეს ყველაზე სანუკვარი ოცნება უნდა იყოს;
რაც უფრო მეტი სტუმარი გეყოლებათ ახალი წლის ღამეს, მით უფრო სასიხარულო იქნება დამდეგი წელი;
წარმატების მოსაზიდად ახალი წლის დადგომისას გააღეთ შემოსასვლელი კარი ან ფანჯარა;
წარმატების მოზიდვა შეიძლება, თუ ახალი წლის ღამეს შეჭირვებულ ადამიანებს საკვებს ან ტანსაცმელს აჩუქებთ.
ფულის მოსაზიდად
მორთეთ ნაძვის ხე ფულის კუპიურებით ან მონეტებით — რაც მეტი იქნება, მით უკეთესი წელი გელოდებათ;
ფინანსები ყოველთვის საკმარისი რომ გქონდეთ, კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ახალ ტანსაცმელს ჩაიცვამთ, ან ინტერიერის მოსართავად რაიმე ახალ ნივთს შეიძენთ;
კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ყველა ჯიბეში ჩაიდებთ ფულს, ხოლო საიდუმლო ჯიბეში მსხვილ კუპიურას „გადამალავთ“;
დადგით საახალწლო სუფრაზე ხორბლით სავსე ჭურჭელი, რომელშიც რამდენიმე მონეტა იქნება ჩაყრილი. ეს მთელი წლის განმავლობაში მუდმივი შემოსავლის გარანტიაა;
ახალი წლის პირველ დღეს გადაყარეთ გატეხილი ან გაბზარული ჭურჭელი;
როდესაც ახალი წლის დადგომამდე უკუთვლა დაიწყება, შამპანურის ჭიქაში მონეტა ჩააგდეთ (თქმა საჭირო არაა, მაგრამ მაინც — მონეტა სოდით კარგად გარეცხეთ). შამპანური შესვით, ხოლო მონეტა საფულეში შეინახეთ — ეს ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ.
ოჯახის შესაქმნელად
რომ გათხოვდეს, ახალგაზრდა ქალმა უშუალოდ დღესასწაულის წინ სახლი არ უნდა დაალაგოს;
კერძები საახალწლო სუფრაზე მხოლოდ ხელით მომზადებული უნდა იყოს. თუ მომზადებისას თითს გაიჭრით — კარგის ნიშანია, ნიშნობა უფრო მალე გაიმართება;
თმის ვარცხნილობას მოწმეთა თვალწინ ნუ გაიკეთებთ;
სადღესასწაულო სუფრასთან სტუმრები რაც შეიძლება მალე დასვით — რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით უფრო მალე გათხოვდებით.