თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. „ყაზატომპრომმა“ ბუნებრივი ურანის პარტიის ფიზიკური მიწოდება კანადაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით დაასრულა, იუწყება Sputnik–ყაზახეთი.
კომპანია 2018 წლიდან წარმატებით იყენებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, როგორც ალტერნატიულ მარშრუტს პროდუქციის დასავლეთის ბაზარზე მიწოდებისთვის, აღნიშნეს „ყაზატომპრომში“.
2022 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, „ყაზატომპრომის“ კუთვნილი ტვირთის ნაწილი ფოთის პორტში შევიდა.
პორტში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინკაის“ დამატებით მასალას ელოდებოდნენ კონსოლიდაციის და ურანის ჩარტერულ გემზე ჩატვირთვისთვის დანიშნულების ადგილისკენ მისი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.
კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ ურანის ტვირთი, რომელიც ეკუთვნის „ყაზატომპრომსა“ და „ინკაის“, წარმატებით ჩავიდა კანადის პორტში.
„ყაზატომპრომი“ განაგრძობს თვალყურის დევნებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე და ამ სანქციების პოტენციურ გავლენაზე მზა პროდუქციის რუსული ტერიტორიების გავლით ტრანსპორტირებაზე.
„ამჟამად არ შეინიშნება რაიმე სახის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებული მზა პროდუქციის კლიენტებისთვის მიწოდებასთან მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.