ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ომიაძე ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ორი წელი ვაკანტური იყო. ომიაძის დანიშვნამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებდა. უწყების ხელმძღვანელს პოსტზე ნიშნავს და ათავისუფლებს ეკონომიკის მინისტრი.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ომიაძე ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 2020 წლის დეკემბერში გახდა, მას შემდეგ, რაც ტურიზმის ადმინისტრაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პოსტი დატოვა და დეპუტატი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ ქვრივიშვილმა პარლამენტის მანდატი დათმო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.