თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, პეკინის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიკვაიძის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, გიორგი წერეთლის, თამარაშვილის, სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.