თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემზე აფეთქება მოხდა, იტყობინება ტელეარხი Al Hadas.
ინციდენტის შედეგად 16 ადამიანი გადარჩა, გემის კაპიტანი უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტელეარხი სხვა დეტალებს არ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტრაპიზონის პორტში ქვანახშირის ჩასატვირთად შედიოდა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.
ეკიპაჟმა მაშველების გამოძახება შეძლო. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. გემის კაპიტნის ძებნა გრძელდება. გემის ეკიპაჟის უმეტესობა ეგვიპტელი იყო, ასევე არიან ალბანეთის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, იუწყება Al-Hadas.