თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის ცენტრში მდებარე სასტუმრო „აიეტის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა სტუმრების ევაკუაცია მოახდინეს, იუწყება ადგილობრივი მედია.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი გაჩნდა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე შენობის სახურავზე. წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
ადგილზე საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მსგავსი შემთხვევა გასულ კვირაში ბათუმში მოხდა. იქ დაიწვა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო ორი სართული, სადაც რესტორანი „ვოქსი“ მდებარეობდა.
რესტორანი რემონტის გამო ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ხანძრის შედეგად შენობაში მცხოვრები 250 ოჯახის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა.