თბილისში საშობაო ორცხობილების მომზადების მასტერ-კლასი გაიმართება

პატარებს საინტერესო და გემრიელ ღონისძიებაზე ეპატიჟებიან
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. 24 დეკემბერს თბილისში საშობაო ორცხობილების - ჯინჯერბრედის - საბავშვო მასტერ-კლასი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ბავშვები მასტერ-კლასზე მოამზადებენ არომატულ ორცხობილას და შეიტყობენ ბევრ საინტერესო ფაქტს ამ საშობაო ნუგბარის შესახებ.
„ერთად მოვამზადებთ არომატულ დესერტს, უგემრიელეს ორცხობილას Gindgerbread და გაგიმხელთ მომზადების წესის საიდუმლოს, საინტერესო ფაქტებს ჯინჯერბრედის ისტორიიდან“, - ამბობენ ორგანიზატორები.
ღონისძიება Happy Kids Art Club-ში 15:00 საათზე გაიმართება. მისამართი - ვაჟა ფშაველას გამზირი #49, კორპუსი #15.
საახალწლო ღონისძიებები ბავშვებისთვის - პროგრამა >>