სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

გასტრონომიული დღესასწაული მაღალმთიან დაბა მესტიაში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ფესტივალი „გემო ფესტი“ სვანეთში ძველით ახალ წელს, 13 და 14 იანვარს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ მესტიის ულამაზესი ხედებით, რეგიონის მოსახლეობის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძებით და კარგი მუსიკით.
„გემო ფესტი“ ახალი პროექტია, რომელიც გასტროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წამოიწყო.
რაჭაში გასტრონომიული ფესტივალი დაიწყო>>
პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს