8 კგ ჰეროინი და 16 კგ კოკაინი - ქართული პოლიციის „ნადავლი“ 2022 წლის დასაწყისიდან

წლის დასაწყისიდან დაკავებულია ნარკოტიკების 240 გამყიდველი – 68-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა პოლიციელებმა 2022 წლის დასაწყისიდან ნარკოდამნაშავეებისგან ამოიღეს დიდი რაოდენობით ჰეროინი, კოკაინი, „ექსტაზი“, MDMA და სხვა ნარკოტიკები, იუწყება საქართველოს შსს.
უწყების ინფორმაციით, სულ ამოღებულია 8 კგ ჰეროინი, 16 კგ კოკაინი, 6 კგ MDMA, 5 კგ „ალფაPvP“, 8,5 ათასი აბი „სუბუტექსი“, 4,5 კგ „კლეფედრონი“ და სხვა ნარკოტიკები.
წლის დასაწყისიდან დაკავებულია ნარკოტიკების 240 გამყიდველი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 68-ით მეტია, აღნიშნულია განცხადებაში.
ამჟამად საქართველოში ნარკოტიკები რამდენიმე გზით ხვდება. მძიმე ნარკოტიკები შემოდის აღმოსავლეთიდან, „ფონიჭალის არხის“ გავლით. ნარკოტიკების გავრცელების მეორე არხია ინტერნეტი, მესამე – ევროპა, საიდანაც ე.წ. კლუბური ნარკოტიკები შემოდის.
ნარკოტიკების ტრანზიტი და რეალიზაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია და ისჯება სასჯელის უმაღლესი ზომით, მათ შორის, უვადო პატიმრობით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს