თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, კობცოვის, გომარეთის, ხარაბაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, მუხიანი-2 დასახლების, სოფელი გლდანის, ოშკის, ვარდისუბნის, ბორითის, ხანძთის, ღების, ჩხარის, 26 მაისის, ავალიშვილის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის, საკანდელიძის, ლეჟავას და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, კოსტავას, ქავთარაძის, ნუცუბიძის, გამრეკელის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.