ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობა დაიწვა

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის" ფილიალის შენობა დაიწვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ინციდენტი დღეს, დილით მოხდა. საბედნიეროდ, ამ დროს შენობაში ბანკის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. ხანძრის შედეგად დაზიანდა ბანკის შენობა და ინვენტარი.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.