გახსოვდეთ, რომ ყველაზე რთული დღეების საშიშროება, პირველ რიგში, ჩვენს ცნობიერებაში იბადება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი პერიოდები ოპტიმისტური განწყობით გადავლახოთ.
პარასკევი, 13
2023 წელს 13 რიცხვი ორჯერ დაემთხვევა პარასკევს – იანვარსა და ოქტომბერში. ეს დღეები, შესაძლოა, ძალზე პრობლემური გახდეს, ამიტომ უნდა მოერიდოთ რიტუალების ჩატარებას, მკითხაობას, არავის არ უნდა უსურვოთ ცუდი. ასევე უნდა მოერიდოთ ჩხუბს, განსაკუთრებით, უცნობებთან და უარყოფითად განწყობილ პიროვნებებთან. ასეთ დღეებში დიდია ჯადოს გაკეთებისა და გათვალვის ალბათობა.
სუპერმთვარეობა 2023 წელს
ამ წელს სულ სამი სუპერმთავარეობა იქნება:
3 ივლისს
1 აგვისტოს
31 აგვისტოს.
სუპერმთვარეობა ნიშნავს სავსემთვარეობას, როდესაც მთვარე უფრო დიდი მოჩანს და უფრო კაშკაშაა. სუპერმთვარეობა – ესაა მთვარის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც მთვარის ორბიტა მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან. საოცრად ლამაზი სანახაობაა, რომელსაც ასევე საშიში შედეგები შეიძლება ჰქონდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით.
2023 წელს საშიში იქნება პირველი ორი სუპერმთვარეობა, ანუ 3 ივლისსა და 1 აგვისტოს.
დაბნელებები 2023 წელს
2023 წელს იქნება ოთხი დაბნელება – ორი მთვარის და ორი – მზის:
20 აპრილს
5 მაისს
14 ოქტომბერს
28 ოქტომბერს.
თითოეული დაბნელება საშიში იქნება, ოღონდ სხვადასხვა ხარისხით. 5 მაისი სარკისებრი დღეა, ამიტომ შეიძლება ეს დღე ერთმნიშვნელოვნად საშიში დღეების სიიდან ამოვიღოთ.
პლანეტების უარყოფითი გადასვლა ნიშნებში
მერკური თავს „ცუდად იგრძნობს“: 2 მარტს, როდესაც თევზების ნიშანში გადავა, 27 ივნისს – კირჩხიბის ნიშანში, 22 ოქტომბერს, როდესაც დაიწყება გადასვლა მორიელის ნიშანში.
ვენერა იღბალს მოგვაკლებს 20 თებერვალს – ვერძის ნიშანში გადასვლისას. ასევე ლომის ნიშნის გავლენით არაკომფორტულად იგრძნობს თავს 5 ივნისს, 9 ოქტომბერს, როდესაც ქალწულის ნიშანში გადავა. კიდევ უნდა აღინიშნოს 29 დეკემბერი, როდესაც სიყვარულის პლანეტა მშვილდოსანში გადავა.
მარსი 25 მარტს მისთვის ნეგატიურ კირჩხიბის ნიშანში გადავა. ეს ჩვენს მოტივაციაზე აისახება ცუდად, 27 აგვისტოს კი წითელი პლანეტა სასწორში გადავა, რაც ნეგატივით დაგვმუხტავს.
პლანეტების რეტროგრადული სვლა
რეტროგრადულ სვლას მერკური 21 აპრილს, 23 აგვისტოსა და 13 დეკემბერს დაიწყებს, ვენერა – 23 ივლისს.
იუპიტერი უკუსვლას 4 სექტემბერს დაიწყებს, მაგრამ ეს დღე საშიშად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ დღეს ვენერა რეტრო-ფაზაში მოძრაობას შეწყვეტს, ასე რომ, ძალები გათანაბრდება, მაგრამ, მაინც, სიფრთხილე არ გვაწყენს.
სატურნი რეტრო-სვლას 17 ივნისს დაიწყებს, ხოლო ურანი – 29 აგვისტოს.
ნეპტუნის უკუსვლა დაიწყება 30 ივნისს, ხოლო ყველაზე შორეული პლანეტა პლუტონის – 1 მაისს.
შორეული პლანეტების რეტროგრადულობა არაა ისეთი საშიში, როგორც ვენერას, მერკურისა და მარსის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეებში ფრთხილად არ ვიყოთ.