თურქეთმა საქართველოს საჩუქრად ავიატექნიკა გადმოსცა

საქართველომ თურქეთისგან მიიღო ორი ერთეული სპეცტექნიკა აეროდრომისთვის და ვერტმფრენი UH-1H-ის სათადარიგო ნაწილები.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის მთავრობისგან სპეცტექნიკა მიიღო – ქვეყნის ავიაციის შესაძლებლობებისა და საჰაერო თავდაცვის გაზრდის მიზნით, ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი.

„ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან ორი ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო. მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ტექნიკის გადაცემის ცერემონია მარნეულის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს