საქართველომ 2023 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევა დაიწყო

კონკურსის გამარჯვებული საქართველოს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე წარადგენს.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ქართული ვოკალური ტელეპროექტი „რანინა“, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე წარადგენს, მეექვსე სეზონის მონაწილეებს ეძებს.
კონკურსის პირობებით, მონაწილე 8-დან 13 წლამდე ასაკის უნდა იყოს. განაცხადები 5 იანვრამდე მიიღება.
„შეავსე აპლიკაცია, დაელოდე ჩვენ ზარს, მოდი კასტინგზე და გახდი „რანინელი”, – ამბობენ ორგანიზატორები.
„საბავშვო ევროვიზია-2022“: საქართველო სამეულში მოხვდა >>
წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
ზედიზედ მეხუთე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ.