თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სამართალდარღვევის ფაქტი „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში გამოვლინდა.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს, რომლის საერთო წონამ 227,83 გრამი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით დაეკისრათ ფულადი ჯარიმა – ჯამში 20.648,95 ლარი.