ბათუმში საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარია

წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი VOX იწვის.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი გაჩნდა რესტორანში, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო, 24 და 25-ე სართულზე მდებარეობს. ამ დროისთის ცეცხლი მთელს რესტორანს მოედო.
კომპლექსის მიმართულებით სახანძრო სამსახურის და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები მიემართებიან.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
შენობიდან ცვივა ცეცხლმოკიდებული სამშენებლო მასალები, რაც ახლოს მდებარე კორპუსს საფრთხეს უქმნის.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა და ხანძრის მომენტში რესტორანში არავინ იმყოფებოდა.
წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.