საქართველოში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის სასჯელი გამკაცრდა

ხელისუფლებამ გადაწყვიტა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გზებზე.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც გულისხმობს სასჯელის გამკაცრებას ალკოჰოლური სიმთვრალისას ავტომანქანის მართვის გამო, უკვე მიღებულია და ძალაში 27 დეკემბერს შევა.
ახლა საქართველოში მოქმედებს 3 ათას ლარიანი ჯარიმა ან 10-დან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ალკოტესტის გავლაზე.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა ეკისრება იმ მძღოლებს, რომლებსაც უკვე ჩამერთვათ მართვის უფლება ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, მაგრამ მაინც მართავდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ნასვამ მდგომარეობაში.
გარდა ამისა, 2 ათასი ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ელოდება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს, თუ მის მიერ ავტომობილის მართვამ გამოიწვია პირის, ტვირთის, გზის, საგზაო ინფრასტრუქტურის, შენობის ან ქონების უმნიშვნელო ზიანი.
ამავდროულად, კანონში გაჩნდა დათქმა, რომ ალკოჰოლზე განმეორებითი ტესტირებისას, რომელიც მძღოლს შეუძლია მოითხოვოს შემოწმებიდან ორი საათის განმავლობაში, უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია ერთ საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.