ტრაგედია თურქეთში - ავტოავარიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

მიკროავტობუსი ქალაქ ჰარანის რაიონში საირიგაციო არხში გადავარდა.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით პარასკევს მიკროავტობუსს ავტოავარია შეემთხვა, რის შედეგადაც სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო DHA.
ტრაგედია შანლიურფის პროვინციის ქალაქ ჰარანის რაიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა საირიგაციო არხში გადავარდა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა წყლიდან ცხრა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს