თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 81%-ით გაიზარდა და 3.837,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს, რომელიც გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში პირველობას იტალიას უთმობდა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2022 წლის იანვარი–ნოემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 1.750,4 | 470,8 |
იტალია | 388,5 | 11,7 |
აშშ | 292,8 | 13,5 |
საბერძნეთი | 203,5 | -7,3 |
ისრაელი | 179,9 | 6,4 |
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.705,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 45,6%-ია.
მხოლოდ ნოემბერში გადმორიცხვები რუსეთიდან ცხრაჯერ გაიზარდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 151,4%-ით გაიზარდა და 521,2 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2022 წლის ნოემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 316,1 | 819,1 |
იტალია | 35,7 | 11,5 |
აშშ | 28,8 | 20,0 |
ყირგიზეთი | 19,5 | 206,5 |
საბერძნეთი | 18,7 | -1,6 |
საქართველოში რუსეთიდან ნოემბერში გადმოირიცხა 316,1 მლნ დოლარი – საერთო მოცულობის 60,7%. 2022 წლის ნოემბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 819,1%-ით მეტი, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია.
2022 წლის 11 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 309,7 მლნ დოლარი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9,2%-ით მეტია.