თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის ტურისტული სეზონის წინ კერძო სექტორის წარმომადგენლებს „პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგს უტარებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და წითელი ჯვრის ერთობლივი სასწავლო კურსი სამ ქალაქსა და სამ სამთო კურორტზე მიმდინარეობს – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში.
„პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
ტრენინგებს ტურიზმის სფეროს 110 წარმომადგენელი ესწრება. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
„ტრენინგები შედგენილია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის გაიდლაინის მიხედვით, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცავთ ყველა გლობალურ სტანდარტს, როდესაც ტრენინგის მონაწილეებს ვაწვდით ამ ინფორმაციას“, – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა ირაკლი წურწუმიამ.
„პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
სასწავლო კურსი შედგება რამდენიმე თემისგან: პირველადი და მეორადი დათვალიერება, გულ-ფილტვის რეანიმაცია, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველადი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში, პირველადი დახმარება ჭრილობის დროს, პირველადი დახმარების აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს და ა.შ.
„პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
„პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი
© Georgian National Tourism Administration
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.