ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დაილუქა. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია კრიპტომერიის სახეობის 30 ერთეული უკანონოდ ტრანსპორტირებული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული მასალები, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.