კოსოვომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა

პრიშტინის წარმომადგენელი პრაღაში ჩავიდა, რათა კოსოვოს შუამდგომლობა გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თვითგამოცხადებული კოსოვოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ პრიშტინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჩეხეთს გადასცა, იუწყება РИА Новости კოსოვოს მასმედიაზე დაყრდნობით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 დეკემბერს კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ, პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ და პარლამენტის თავმჯდომარემ გლაუკ კონიუფკამ პრიშტინაში საზეიმოდ მოაწერეს ხელი განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

„კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი პრაღაში ჩავიდა, რათა შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში კოსოვოს გაწევრიანებაზე. იგი მიიღო ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მიკულას ბეკმა", – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სერბეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთი სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს ბელგრადზე კოსოვოს აღიარების მიზნით. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოში ვითარება ყოველდღიურად იძაბება.