თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირზე „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო - „რუსთავი2“.