მსოფლიო დღეს

ბელარუსს SCO-ში გაწევრიანების პროცესის გააქტიურება სურს

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი − Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) მინსკის შესვლის პროცესის გააქტიურება აუცილებელია, განაცხადა ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ.

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინტეგრაციის საკითხებს ჩვენს მთავარ პარტნიორთან − რუსეთთან და ისეთ ინტეგრაციულ სუბიექტებთან, როგორებიცაა დსთ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ა.შ. საჭიროა დავიცვათ ჩვენი ინტერესები იქ, სადაც უკვე ვმონაწილეობთ, და მაქსიმალურად გავააქტიუროთ შესვლის პროცესი იმ ორგანიზაციებში, რომელთა მიმართაც მსგავსი გადაწყვეტილებებია მიღებული. პირველ რიგში ვგულისხმობ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას“, − განაცხადა პრემიერმა.

ბელორუსმა SCO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 15 ივლისს გააკეთა. გაწევრიანების პროცედურა ოფიციალურად სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. SCO-ში წევრის სტატუსი აქვთ ინდოეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ჩინეთს, პაკისტანს, რუსეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს.