თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ელბაქიძის აღმართის, სანაპიროს, ასათიანის, დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლის და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანულას დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქერჩის, კაჭარავას, ჯანჯღავას, გლდანის ხევის, კობერიძის, გმირ კურსანტთა, მეგობრობის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, შუშის, წყალსადენის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, ელვერ კუპატაძის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ქვემო ვეძისის დასახლების, სიმონ ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის, იყალთოს, კოსტავას, პანკისის, გურამ ბზვანელის და გოთუას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, რევაზ მამისაშვილის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.