თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა. „ქართულ პანორამაში“ წარმოდგენილი იყო ექვსი სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე რვა სრულმეტრაჟიანი და შვიდი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
საკონკურსო ფილმები წარმოდგენილი იყო ოთხ ნომინაციაში, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.
კადრი რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმიდან „ჩემი ოთახი“
© Courtesy of COLOR OF MAY
ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ გადაეცა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – სოსო ბლიაძის „ჩემი ოთახი“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – კატალინა ბაქრაძის „ჩემი მეგობარი ანდრო“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – თეკლა ასლანიშვილის „სახელმწიფო სახელმწიფოში“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის „ჰეი, გუნეშ“.
ამ ნომინაციების გარდა, ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო უკრაინელი რეჟისორის, მარინა ერ გორბაჩის ნამუშევარმა Klondike. ევროკავშირის სპეციალური ჯილდო, კინოში ადამიანის უფლებების შესახებ იაპონელი რეჟისორის, ჩი ჰაიაკავას ფილმა Plan 75-ს დაიმსახურა. ასევე წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო „პრომეთე“ გადაეცათ რეჟისორებს – აგნეშკა ჰოლანდს და ოთარ იოსელიანს.
თბილისის მე-23 საერთაშორისო კინოფესტივალის სეანსებს ტრადიციულად კინოთეატრ „ამირანმა“ უმასპინძლა.