თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. 2022 წლის ექვს თვეში საქართველოში თვითმკვლელობის 206 შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.
აქედან ოთხი იყო რუსეთის მოქალაქე, თურქეთის ორი მოქალაქე, უკრაინის და საუდის არაბეთის მოქალაქეები. ყველაზე უმცროსი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 12 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 97 წლის.
უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სუიციდის მცდელობა 132-მა ადამიანმა ჩაიდინა. ყველაზე უმცროსი 10 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 90-ის.
დაფიქსირებულ შემთხვევებში სუიციდი უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ ჩადენილი, 958 დაფიქსირებული შემთხვევიდან თვითმკვლელობა ჩაიდინა ან სცადა თვითმკვლელობა 77-მა ქალმა.
სუიციდის შემთხვევების უმრავლესობა თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები - გურიაში.