თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მამამთილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რძალი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში დღეს მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს შუახნის ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებული მამაკაცია დაკავებული.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.