თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც დრეზდენის ცენტრში სროლა ატეხა და მანამდე, სავარაუდოდ, საკუთარი დედა მოკლა, მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციისას გარდაიცვალა, იუწყება გამოცემა Bild.
„მამაკაცი, რომელმაც დრეზდენში მძევლები აიყვანა, გარდაიცვალა. ორმოცი წლის დავიდ ბ. გარდაიცვალა მიყენებული დაზიანებებით მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ის სავაჭრო ცენტრში დააკავა", - იუწყება გამოცემა პოლიციაზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, მანამდე მრავალბინიან სახლში მისი დედის ცხედარი იპოვეს. როგორც ჩანს, მამაკაცმა ჯერ მკვლელობა ჩაიდინა, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც დიდ სავაჭრო ცენტრში მძევლები აიყვანა.
მას შემდეგ რაც მამაკაცმა სროლა ატეხა, პოლიციამ დრეზდენის ცენტრი გადკეტა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან რადიოსადგურ Radio Dresden-ზე თავდასხმა სცადა.