თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
01:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:ელბაქიძის აღმართის, ვერეს დაღმართის, გუდიაშვილის, ათონელის, სანაპიროს და საქანელასქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.