მსოფლიო დღეს

შვეიცარია ევროკავშირზე უარს აცხადებს

ევროკავშირთან ორმხრივი კურსი ურთიერთობების შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რომელიც შვეიცარიის სპეციფიკას პატივს სცემს და ორივე მხარისთვის ხელსაყრელია.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. შვეიცარია არ არის დაინტერესებული ევროკავშირის წევრობით, აღნიშნულია ბერნისა და ბრიუსელის ურთიერთობათა შესახებ პროექტში, რომელიც შვეიცარიის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.
„შვეიცარიის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, რასაკვირველია, მას საშუალებას მისცემდა, სრულფასოვნად მიეღო მონაწილეობა შიდა ბაზარზე. თუმცა, ინტეგრაციის ასეთი ხარისხი გასცდებოდა შვეიცარიის ეკონომიკური მოთხოვნილების ჩარჩოებს. შვეიცარიის აზრით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობა ვერ აანაზღაურებდა მანევრირებისთვის მისი სივრცის შემცირებას, რასაც მოჰყვებოდა მისი სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამიტომაც შვეიცარიის მთავრობისთვის სასურველი იქნება ორმხრივი კურსის გაგრძელება, ვინაიდან ეს „ქვეყანას საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ევროკავშირთან ურთიერთობა, რომელიც პატივს სცემს მის სპეციფიკას და ორივე მხარისთვის ხელსაყრელია“.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი შვეიცარიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირის სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.
შვეიცარიასა და ევროკავშირს ერთი და იგივე ფასეულობები აქვთ. ფედერალური საბჭო აღნიშნავს, რომ ევროპული პოლიტიკა - არის ინტერესთა დაცვის პოლიტიკა და რომ შვეიცარიის ინტერესები იწყება ევროპაში და ევროპასთან ერთად. მსოფლიოში, რომელიც მრავალმხრივ კრიზისებს განიცდის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შვეიცარიასა და ევროკავშირს შორის სტაბილური ურთიერთობების უზრუნველყოფა. ესაა ორივე მხარისთვის აყვავებისა და სტაბილურობის გარანტია“, – მიაჩნია ბერნს.
მოხსენება სენატისა და საგარეო პოლიტიკის ასამბლეის კომიტეტებთან კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით მიიღეს.