საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში სირიელი ლტოლვილების უკანონოდ გადაყვანა სცადა

ავტობუსში აღმოჩნდა 23 სირიელი ლტოლვილი, რომელთა უმეტესობა საბუთების გარეშე იყო.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სირიის მოქალაქეების დახმარების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება პოლონური მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სლოვაკეთის საზღვართან მდებარე სოფელ ხოხოლუვში საეჭვო ავტობუსი გააჩერეს.
მედია იუწყება, რომ მძღოლმა, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, ჯერ დაამუხრუჭა, შემდეგ კი აუჩქარა და პოლიციის მანქანას დაეჯახა. ავტობუსში 23 სირიელი ლტოლვილი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა საბუთების გარეშე იყო.
პოლონეთის ხელისუფლება ყველა არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას გეგმავს, თუმცა საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.