თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ანდრონიკაშვილის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, ჭიათურის და სულხან ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, სანაპიროს, კოსტავას და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არსენას, ბესიკის, ვეძინის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, მესხის, ყიფიანის, ძმები ზუბალაშვილების, კოსტავას და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნაოზ ლაპიაშვილის, ქიაჩელის, სატივეს და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, სერგი ჯიქიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის, ზურაბ ბეგიაშვილის, ბოჭორმის, ქურხულის, ჩეხოვის, ბადიაურის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ახმეტის, ბადიაურის, ირბახის, დედოფლისწყაროს, თელავის და ზურაბ პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი ზაზიშვილის, ხათუნა დონდუას და მარუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრეივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), განთიადის, რიონის, ომარ ხიზანიშვილის, კონსტანტინე ლესელიძის, ბუგეულის, ჩხარის და სნოს ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გუდამაყრის, დავით გარეჯელის, მუხრანის, ტიბაანის, ხორნაბუჯის, ჩარგლის, თიანეთის და მამუკა ბეინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.