თბილისში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში

შეჯიბრება 13 ტურისგან შედგება და ის შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში.
საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, შვიდი ტურის შემდეგ ქალთა შორის ექვსი ქულით ნინო ბაციაშვილი ლიდერობს.
საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში
მისი ძირითადი კონკურენტი მერი არაბიძე ბაციაშვილს ნახევარი ქულით ჩამორჩება, ხოლო ლილე ქორიძე და მაკა ფურცელაძე ხუთ-ხუთი ქულით III-IV ადგილებს ინაწილებენ.
საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში
ვაჟთა შორის სატურნირო ცხრილს ერთდროულად შვიდი მოჭადრაკე ლიდერობს. შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონობისთვის გიგა ყუფარაძე, კონსტანტინე შანავა, დავით ჯოჯუა, გაიოზ ნიგალიძე, ლუკა კილაძე, მერაბ გაგუნაშვილი და ნიკოლოზ პეტრიაშვილი იბრძვიან.
საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით ტარდება და 13 ტურისგან შედგება. გამარჯვებულს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის, საერთაშორისო ოსტატის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნინო გურიელის სახელობის თასი გადაეცემა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს