რა სურს ცოლს მეუღლისგან - ის, რაც მამაკაცმა ქალისთვის უნდა გააკეთოს

ქალს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს მამაკაცისთვის, მას უსაზღვრო ძალა აქვს, რომ სიყვარულით აავსოს მამაკაცი, მაგრამ არის რაღაცები, რაც მამაკაცმა უნდა გააკეთოს მისთვის და ეს, პირველ რიგში, სიყვარულის წვრილმანებში გამოხატვაა.
Sputnik
ის, რაც ქალმა მამაკაცისგან უნდა მიიღოს:
გაჩვენოს, რომ ხარ იდეალური
თუნდაც ფიქრობდე, რომ შენი ცოლი ზეციური საჩუქარია, უნდა იცოდე, რომ ის იდეალური არ არის. ის ჩვეულებრივი ადამიანია თავისი კომპლექსებითა და ნაკლოვანებებით. მას სჭირდება, რომ მისცე საშუალება – ამაზე ისაუბროს; მას სჭირდება – იყო მომთმენი, გესმოდეს, რომ ისიც სწავლობს, რომ მისი სისუსტეები ნაწილობრივ იმის მიზეზია, თუ რატომ შეგიყვარდა.
თუ ის თავის სისუსტეებს გიჩვენებს, შეიყვარე ის უფრო მეტად.
მისი ხელების შენს ხელში მომწყვდევა
გეჭიროს მისი ხელები. გრძნობა, რომ ის შენს მოყვარულ ხელებშია, მის მრავალ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ის გრძნობს დაცულობას, სიყვარულს, სურვილს. ეს მას იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო.
იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი
კოცნა, ინტიმი — რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ შენ გვერდით ყოფნის შეგრძნება — ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი.
იგრძნოს, რომ ლამაზია
მას სჭირდება, რომ ის მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზად მიგაჩნდეს. ესაა შენი ქათინაურები — როდესაც მაკიაჟი გაიკეთა, გამოიპრანჭა, ან როცა გაიღვიძა. ესაა მისი კოცნა და ხალხში მისი ხელის ჩაჭიდება, შენი მზერის დაჭერა; ესაა ფლირტი მასთან.
იყოს შენი პრიორიტეტი
ძალზე მნიშვნელოვანია შენი სამუშაო, შვილები, მაგრამ შენი ცოლი უნდა იყოს ნომერი პირველი. მან თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თქვენს ურთიერთობებში. როდესაც მას შენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებ, მას შეუძლია შენი იმედი ჰქონდეს სამუდამოდ.
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>
დახმარება
რამდენი საქმე აქვს შენს ცოლს — სახლი, ბავშვები, ზოგი ასევე მუშაობს. მას შეუძლია ამას გაუმკლავდეს, მაგრამ ხანდახან ემოციები ავსებს. შეიძლება არ გითხრას, რომ დახმარება სჭირდება, რადგან სურს იცოდე, რომ ყველაფერი შეუძლია; ხოლო როდესაც თხოვნის გარეშე ეხმარები, ის გრძნობს შენ სიყვარულს და აცნობიერებს, რომ მარტო არ არის.