თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. გერმანიაში გადატრიალების მომზადება გერმანიის შიდა პრობლემაა, რუსეთის ჩარევაზე საუბარი არ არის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ეს უფრო გერმანიის შიდა პრობლემაა. ისინი თავად აცხადებენ, რომ რუსეთის რაიმე ჩარევაზე საუბარი არ არის. ამიტომაც შევიტყვეთ ამის შესახებ მედიის ანგარიშებიდან. სათქმელი არაფერი გვაქვს“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მანამდე გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს გერმანიაში ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით 25 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ერთი რუსი ქალია.
გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, რუს ვიტალია ბ.-ს კონტაქტები უნდა დაემყარებინა გერმანიაში რუს ოფიციალურ პირებთან იმისათვის, რომ წარმატებული სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში მოლაპარაკებები დაეწყოთ „მეორე მსოფლიო ომში ყოფილ მოკავშირეებთან“.