თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაბლოკა, რომლის რაოდენობაც 18 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს თავის Twitter-აკაუნტზე.
მისი თქმით, უნგრეთის ასეთი ნაბიჯი იმითა განპირობებული, რომ ქვეყანას საკუთარი დაფინანსების უზრუნველყოფა სურს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე ბრიუსელში უკრაინის 18 მილიარდი ევროთი დაფინანსებას მწვანე შუქი არ მისცეს. უნგრეთი კვლავ ბლოკავს დახმარებას, რათა ევროკავშირში საკუთარი ფონდების უსაფრთხოება უზრუნველყოს“, — წერს იოზვიაკი.
როგორც ჟურნალისტი განმარტავს, შეხვედრაზე ძალიან ემოციური დებატები გაიმართა, რა დროსაც ბუდაპეშტი ყველამ გაკრიტიკა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
იმის შესახებ, რომ ევროკომისია უკრაინისთვის 2023 წელს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავდა 18 მლრდ ევროს ოდენობით, 6 ნოემბერს გახდა ცნობილი. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა აცნობა ვოლოდიმირ ზელენსკის.