ქვემო სვანეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მოქალაქეს სოფელ ხელედში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით დალაგებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 100 კუბურ მეტრამდე მოცულობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი).
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 61,5 ათას ლარს აჭარბებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული მასალები, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.